ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2 ავტომანქანის შეჯახების შემდეგ, ერთ-ერთი ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა. ინციდენტის შემდეგ არასრულწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც „ინტერპრესნიუს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიების ფარგლებში შსს-მ ერთი პირი დააკავა, გამოძიება კი სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
