„ოცნება“ ღიად და ოფიციალურად დაკავდა ოთხზე ხოხვით რუსეთისკენ სიარულში – გეგელია

ევროპარლამენტისგან ორჯერ მოვისმინეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ურთიერთობების ნორმალიზებისა და ლეგიტიმაციის მოპოვების ერთადერთი შანსი აქვს – ეს არის ახალი საპარლამენტო და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ განთავისუფლება – არ არსებობს არცერთი სხვა ნაბიჯი ან ზომა, რაც რუსების მსახურ თვითმარქვია რეჟიმს ლეგიტიმაციას და ვითარების ნორმალიზების საშუალებას მიანიჭებს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
გეგელიას თქმით, „ძლიერი საქართველო“ აგრძელებს პროტესტს და ბრძოლას ახალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მისაღწევად.
„ევროკავშირის სპიკერმა ღიად განაცხადა, რომ საქართველოს მართავს რეჟიმი, რომელიც იყენებს “რუსული სტილის შეთქმულების თეორიებს” და მიზანმიმართულად ცდილობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრას” – ეს არის პირდაპირი ტოლობის ნიშანი „ქართულ ოცნებასა“ და რუსეთს შორის.
რუს შულერთა პარტია, სახელად „ქართული ოცნება“, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ ღირსებით და მშვიდობით ევროპისკენ სიარულს ჰპირდებოდა, ღიად და ოფიციალურად დაკავდა ოთხზე ხოხვით სკენ სიარულში.
თვითმარქვია ხელისუფლება, რომელსაც ერთ დროს ჰქონდა შანსი, მილიონობით ქართველისთვის ევროპულ ორბიტაზე რეალური მშვიდობა და კეთილდღეობა შეექმნა, სინამდვილეში მილიონებს ხარჯავს ანტი-ევროპული ისტერიული დეზინფორმაციის საწარმოებლად, რითაც ის ძირს უთხრის საქართველოს ხალხის ეროვნულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს არის რეჟიმი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო სრულად, მყარად და საბოლოოდ ჩამოშორდეს ევროპული ინტეგრაციის შანსს.
ბოლოდროინდელი თავდასხმები ევროკავშირის ელჩზე, ბატონ ჰერჩინსკიზე, მხოლოდ გაგრძელებაა იმ რუსული საბოტაჟისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ უკვე წლების განმავლობაში ეწევა საქართველოს მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ.
მსურს „ძლიერი საქართველოს“ სახელით, დავაფიქსირო ჩვენი უპირობო მხარდაჭერა და სოლიდარობა ბატონი ჰერჩინსკის მიმართ, ვისაც გამორჩეულად მნიშვნელოვანი როლი აქვს ქართველი ხალხის ევროპული და ეროვნული ინტერესების ლობირებაში.
ამავე დროს, ბოლო დღეებში, ჩვენ ევროპარლამენტისგან ორჯერ მოვისმინეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ გააჩნია ურთიერთობების ნორმალიზებისა და ლეგიტიმაციის მოპოვების ერთადერთი შანსი – ეს არის ახალი, საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ განთავისუფლება. არ არსებობს არცერთი სხვა ნაბიჯი ან ზომა, რაც რუსების მსახურ თვითმარქვია რეჟიმს ლეგიტიმაციას და ვითარების ნორმალიზების საშუალებას მიანიჭებს.
შესაბამისად, ვაგრძელებთ პროტესტს და ბრძოლას ახალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მისაღწევად!“-განაცხადა გეგელიამ.