მამარდაშვილი “მილანის” წინააღმდეგ – “ლივერპულის” სავარაუდო შემადგენლობა

გიორგი მამარდაშვილის გადასვლის შემდეგ, “ლივერპულის” თითოეული დეტალით ვინტერესდებით. ქართველ მეკარეს ამხანაგურ მატჩებში დრო ეძლევა. ვიცით, აქ ალისონია, მაგრამ “მამარდა” თავის შანსებს მიიღებს, დიდწილად კი თასის თამაშებში.
არნე სლოტის გუნდს ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე, დიეგო ჟოტას ტრაგედიის გამო საშინელ ხასიათზე რომ დაიწყეს, პირველი სერიოზული მეტოქე ჰყავს და ჰონგ-კონგში “მილანს” ეთამაშებიან. “კაი ტაკ სპორტზე” (50 000) შეხვედრა დღეს, 26 ივლისს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება და ანშლაგია მოსალოდნელი, აქ ვარჯიშებზეც კი დიდი ინტერესია.
მოგეხსენებათ, ამ გუნდების დაპირისპირება 2005 და 2007 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში შედგა და პირველი (3:3) მართლაც დაუვიწყარია.
გასულ სეზონში “ლივერპული” ინგლისში ძალიან დომინანტური იყო, მაგრამ პრემიერლიგაში კვლავ წარმატების მისაღწევად კიდევ უფრო მეტი იქნება საჭირო. სლოტმა გუნდი გააძლიერა. უგო ეტიკეტე ბოლო შენაძენია, მანამდე მილოშ კერკეში, “რეალში” წასული ალექსანდრ-არნოლდი ჯერემი ფრიმპონგმა ჩაანაცვლა და აქაა ფლორიან ვირცი, ვინც “ლევერკუზენთან” ერთად გერმანიის ჩემპიონი გახდა.
“წითლებს” აზიაში “იოკოჰამასთან” თამაშიც აქვს დაგეგმილი, ამის შემდეგ კი, სეზონის დაწყებამდე, “ენფილდზე” “ბილბაოს” გაეჯიბრება.
“მილანმა” ტეო ერნანდესი (ალ-ჰილალი) და რეინდერსი (სიტი) დაკარგა, მაგრამ “ათიანი” რაფაელ ლეაო ჯერ ისევ ადგილზეა. ტეოს შემცვლელად ეკვადორელი ესტუპინიანის მოსვლა მშვენიერი ჩანაცვლებაა, ნახევარდაცვის გაძლიერებაში კი სერიოზული ენერგია და თანხები გასწიეს. აქაა ლეგენდარული ლუკა მოდრიჩი, მასთან ერთად კი “ტორინოდან” სამუელე რიჩი გადაიბირეს. მასიმილიანო ალეგრის, გუნდში 11 წლის შემდეგ რომ დაბრუნდა, ფორვარდის პრობლემა აქვს, რადგან ხიმენესი “ოქროს თასის” შემდეგ არ გამოჩენილა, აბრაჰამი (ბეშიქთაში) და იოვიჩი (უგუნდოდაა) კი წავიდნენ. მილანელები წელს ევროტურნირებს მიღმა არიან და მხოლოდ შიდა ასპარეზზე ითამაშებენ.
· გუგა სადმე შეიძლება ამ თამაშის ნახვა?
· რაბუ მამარდა და ლივერპული, თავი ზღაპარში მგონია.
· mamuka09ze ჯიგარი ხარ, მამარდ, მიაწექი ბოლომდე. წარმატებებს გისურვებ. წინ, საქართველო!!!
· L.J. Ise wer mase ro moxdes magrad gagixardeba ara???milanis gulshematjiva ri var da aseti susti gundi albat 12/13 wlis win yavdat
· 8888 ვაზგენ, მხითარიანს მიხედე-)) 9:1 არ გეყო ხო?
· ქუთაისელი ძალიან მაგარია! მახსოვს ვალენსიაში რომ გადავიდა, იქაც პრე-სეზონზე მილანთან მოუწია დაპირისპირება. ბრაჰიმ დიასს სასწაული ბურთი აუღო! მას შემდეგ ამოაგდო ის ჰოლანდიელი მეკარე ძირითადიდან. ისტორია მეორდება! წარმატებები მამარდას!