რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის რეგიონებსა და აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიაში 54 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, 24 დრონი ბრიანსკის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 12 – როსტოვის ოლქში, 6 – ყირიმის თავზე, 4 – აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე, 3 – შავი ზღვის თავზე, ორ-ორი ორიოლისა და ტულის ოლქში, ერთი – ბელგოროდში.
როსტოვის ოლქის მოვალეობის შემსრულებლის, იური სლიუსარის თქმით, ზიმოვნიკოვსკის რაიონში დრონით დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი ავტომობილი დაიწვა.
