რუსებმა დნიპროს დაარტყეს, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, ღამით რუსულმა ძალებმა დნიპროზე კომბინირებული იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც, 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.
„მაღალსართულიანი შენობა და სამრეწველო საწარმოები დაზიანდა. ავტოსადგომზე ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი გაჩნდა სავაჭრო ცენტრშიც“, – აცხადებს ლისაკი.
ლისაკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დნიპროს თავზე 7 რაკეტა და 26 დრონი ჩამოაგდეს.