უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 23 წლის ვალერი ბაძაღუა დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 23 წლის ვალერი ბაძაღუა დაიღუპა. ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ავრცელებს:
,,კიდევ ერთი წალენჯიხელი, ჯგალელი 23 წლის ვალერი ბაძაღუა უკრაინის ისტორიაში შევა როგორც გმირი!
მას წალენჯიხაში სამხედრო წესით, როგორც მებრძოლს რუსული ბოროტების წინააღმდეგ დაკრძალავენ!
მას შეეძლო სივრცე დაეტოვებინა, თუმცა დედით უკრაინელმა და მამით ქართველმა სამშობლოსათვის ბრძოლა და თავგანწირვა არჩია!
ჩვენ მას არასოდეს დავივიწყებთ!
#დიდებაგმირებს!“

ასევე დაგაინტერესებთ

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს