თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ჩვენი უნივერსიტეტის გამორჩეულ საპატიო დოქტორს, ილია მეორეს, 91 წელი შეუსრულდა.
ფასდაუდებელია უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზა, რომელიც სამშობლოს სიყვარულის, ერის ერთიანობის, სულიერი მხნეობისა და სიკეთის მაგალითია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უდიდესი პატივითა და სიყვარულით ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და სულიერ მხნეობას, ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია თსუ-ს მილოცვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)