ისტორია დაიწერა – სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონია!

თბილისში გამართულ 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
ამ ეტაპამდე მან ჯერ 1/32 ფინალში პოლონელი კრიშტოფ კაჩკოვსკი დაამარცხა (15:7), შემდეგ ასპარეზობას ამერიკელი უილიამ მორილი გამოთიშა (15:11) და მერვედფინალში გავიდა, სადაც 2024 წლის ოლიმპიადის მერვედფინალში განცდილი მარცხისთვის ეგვიპტელ მოჰამედ ამერს რევანში აუღო. მეოთხედფინალში კიდევ ერთ ეგვიპტელს, ზიად ელსისის შეხვდა და 15:13 ანგარიშით გაიმარჯვა. ნახევარფინალში კი ეგვიპტელთა კიდევ ერთ წარმომადგენელს, აჰმედ ჰეშამს დაუპირისპირდა და ფინალში (15:10) გავიდა. ფინალურ შეხვედრაში პარიზის ოლიმპიადისა და ბოლო ორი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ ჟან-ფილიპ პატრისს აჯობა (15:9) და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონი გვყავს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მოფარიკავე 2021 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული და ევროპის ორგზის ჩემპიონია (2022 და 2023 წლებში), ასევე იგი მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი გახლავთ, დღეს კი ოქროს მედალიც მოიპოვა.
· მძლეთამძლე გილოცავთ ყველას! ეს უდიდესი მიღწევაა, ყოჩაღ სანდრო, შენ ეს დაიმსახურე!!!