როგორც ჩანს, ნეთანიაჰუმ და ტრამპმა შეწყვიტეს ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკება ჰამასთან

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ და -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა როგორც ჩანს 25 ივლისს შეწყვიტეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება პალესტინელთა ექსტრემისტულ დაჯგუფება ჰამასთან – ერთ დღეში მას მერე, რაც მათ მოლაპარაკებებიდან გაიწვიეს თავ-თავიანთი დელეგაციები. ჰამასი აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული.
ნეთანიაჰუს თქმით, ამჟამად განიხილავს “ალტერნატიულ” გზებს თავისი მიზნებისთვის – ღაზადან მძევლების დაბრუნებისთვის და ამ ტერიტორიაზე ჰამასის მმართველობის დასრულებისთვის. ტრამპის თქმით, ჰამასს შეთანხმების მიღწევა არ სურს და ჯგუფის ლიდერებს ახლა “მოძებნიან”.
ამ განცხადებებს წინ უძღოდა აშშ-ის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის სიტყვები – რომ კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლაზე პასუხისმგებლობა ჰამასს ეკისრება.
ჰამასმა ხუთშაბათს გასცა პასუხი აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას – თუმცა ისრაელმა რამდენიმე საათში გამოაცხადა, რომ ტოვებს მოლაპარაკებებს კონსულტაციებისთვის.
ჰამასი არ ეთანხმება მოლაპარაკების უიტკოფისეულ აღწერას და აცხადებს, რომ მოლაპარაკების მონაწილეები პროგრესს აღწევდნენ. ჰამასის წარმომადგენელთა თქმით, უიტკოფის განცხადებების მიზანია ისრაელის სახელით ზეწოლის მოხდენა მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე.
შემოთავაზებული შეთანხმებით ცეცხლი 60 დღის განმავლობაში შეწყდებოდა და ამ პერიოდში ღაზაში დამატებითი დახმარება უნდა შესულიყო. ამასთან, უნდა გათავისუფლებულიყო ნაწილი 50 ისრაელელი მძევლებიდან, ისრაელის მიერ დაპატიმრებული პალესტინელების სანაცვლოდ.
ღაზაში სულ უფრო მძიმდება ჰუმანიტარული მდგომარეობა. ისრაელის მიმართ ისმის მზარდი კრიტიკა, იმ ფონზე, როცა ღაზის 2 მილიონამდე მოსახლეს შორის შიმშილი ძლიერდება, მატულობს საკვების არქონის გამო დაღუპულთა რიცხვი.
ბოლო დღეებში 20-ზე მეტი ქვეყანა და 100-ზე მეტი საქველმოქმედო და უფლებადამცველი ორგანიზაცია გამოვიდა ომის დასრულების მოწოდებით და ისრაელის მწვავე კრიტიკით ბლოკადის და პალესტინელებისთვის დახმარების გაცემის ახალი მოდელის გამო.
პარასკევს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი აპირებს პალესტინა სახელმწიფოდ აღიაროს. “დღეს გადაუდებელი ამოცანაა ღაზაში ომის დასრულება და სამოქალაქო მოსახლეობის გადარჩენა” – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი.
ფორუმი