მძიმე საყურებელი იყო, რაც გუშინ თვალჭრელიძის ქუჩაზე ხდებოდა, მაგრამ ისიც კარგად დავინახე, იქ მაცხოვრებელი დევნილები, როგორ არ უფრთხილდებოდნენ საკუთარ შვილებს და აყურებინებდნენ მშობლების ისტერიკას

მძიმე საყურებელი იყო, რაც გუშინ თვალჭრელიძის ქუჩაზე ხდებოდა, მაგრამ ისიც კარგად დავინახე, იქ მაცხოვრებელი დევნილები, როგორ არ უფრთხილდებოდნენ საკუთარ შვილებს და აყურებინებდნენ მშობლების ისტერიკას
ძალიან მძიმე საყურებელი იყო, ის რაც გუშინ თვალჭრელიძის ქუჩაზე ხდებოდა, მაგრამ ისიც კარგად დავინახე, იქ მაცხოვრებელი დევნილები, როგორ არ უფრთხილდებოდნენ საკუთარ შვილებს, როგორ იქცეოდნენ და აყურებინებდნენ ბავშვებს საკუთარი მშობლების ისტერიკას, რაც ალბათ დიდხანს ემახსოვრებათ. აღარ შევეხები იმას, რომ ვინც იქ ყველაზე მეტად აქტიურობდა, ყველას აქვს საცხოვრისი და უკანონოდ ჰქონდათ შენობა დაკავებული, – წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, მერია და , კერძო დავასთან არაფერ შუაშია, ვინაიდან, შენობა კერძო ბალანსზეა და კერძო პირს უფლება აქვს, საკუთრება მოითხოვოს.
“ძალიან მძიმე საყურებელი იყო, ის რაც გუშინ თვალჭრელიძის ქუჩაზე ხდებოდა, მაგრამ ისიც კარგად დავინახე, იქ მაცხოვრებელი დევნილები, როგორ არ უფრთხილდებოდნენ საკუთარ შვილებს, როგორ იქცეოდნენ და აყურებინებდნენ ბავშვებს საკუთარი მშობლების ისტერიკას, რაც ალბათ დიდხანს ემახსოვრებათ. აღარ შევეხები იმას, რომ ვინც იქ ყველაზე მეტად აქტიურობდა, ყველას აქვს საცხოვრისი და უკანონოდ ჰქონდათ შენობა დაკავებული. რაც შეეხება მედია ვამპირების აგორებულ თემას კახა კალაძის მისამართით, რა შუაშია ან მერია ან მით უმეტეს კერძო დავასთან, ეს შენობა არ არის მერიის ბალანსზე, კერძოა და კერძო პირს უფლება აქვს თავის საკუთრებაზე. კახა კალაძეს რა ვალდებულებებიც აქვს, არა და უფრო მეტს აკეთებს, დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე და არა მარტო, მხოლოდ შექებას იმსახურებს. ასე რომ არც ამ თემას ექნება გაგრძელება, ტყუილად ნუ ირჯება ჩვენი დესტრუქციული ოპოზიცია და მასზე მომუშავე მედია. კახა კალაძე ღირსეული მერია და ამ არჩევნებსაც მოიგებს,” – წერს ნინო ფოჩხუა.
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი მეფუტკრე ფერმერებს შეხვდნენ

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას