პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – პრეზიდენტ ზელენსკის გადავეცით, რომ ყველაზე ცუდი, რაც მან ახლა შეიძლება გააკეთოს, კორუფციასთან ბრძოლის შეწყვეტაა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი გააფრთხილეს, რომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის გარშემო შექმნილი ვითარების ფონზე, კორუფციასთან ბრძოლის ძალისხმევა არ შეამციროს.
სიკორსკის თქმით, უკრაინელები ამჟამად ევროპული სახელმწიფოსთვის იბრძვიან და არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვან უარი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
„გადავეცით პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ყველაზე ცუდი, რაც მან ახლა შეიძლება გააკეთოს, არის კორუფციასთან ბრძოლის შეწყვეტა. უკრაინელები პატიოსანი, ევროპული სახელმწიფოსთვის იბრძვიან“, – განაცხადა სიკორსკიმ.
ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ და როდის გადასცეს უკრაინის პრეზიდენტს ასეთი შეტყობინება.
შეგახსენებთ, 21 ივლისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალური პროკურატურის ოფისმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს 19 თანამშრომლის ჩხრეკა ჩაატარა. მეორე დღეს, უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა დამოკიდებული ხდებიან გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე. ზელენსკიმ დოკუმენტს ხელი 22 ივლისის საღამოს მოაწერა.