სადავო პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, გოჩა ენუქიძე ამერიკულ ელექტრო ავტომობილების მწარმოებელ კომპანია Tesla-ს აქციებს აღარ ფლობს. ამის შესახებ ირკვევა მისი უახლესი დეკლარაციიდან, რომელიც 2025 წლის 30 ივნისით თარიღდება.
განახლებულ დეკლარაციაში პოლიტიკოსმა აღარ მიუთითა, რომ ფლობს Tesla-ს აქციებს. ამავე დოკუმენტში მან აღნიშნა, რომ გასულ, 2024 წელს 193 108 დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები (აქციები) გაყიდა, 242 780 დოლარის ღირებულების კი იყიდა.
დეკლარაციაში მითითებული არ არის, კონკრეტულად რომელ აქციებზეა საუბარი – რადიო თავისუფლება მასთან ამ საკითხზე ცდილობდა დაკავშირებას, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასხუა.
მონაცემები დეკლარაციების მიხედვით:
· 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში დეპუტატი წერდა, რომ „ტესლაში“ ფლობდა 557 150 დოლარის ღირებულების 2300 აქციას;
· 2024 წელს შევსებული დეკლარაციაში კი ჩაწერა, რომ „ტესლაში“ ფლობდა 235 661 დოლარის ღირებულების 1020 აქციას;
· 2025 წლის დეკლრაციაში „ტესლას“ აქციები მისი ქონების ჩამონათვალში ვეღარ მოხვდა.




