მალხაზ ბასილაია -“ემიგრაციაში წასვლა ძნელია, მაგრამ უფრო ძნელი დაბრუნება…”

“დავტოვე ჩემი ოთახი, სახლი, ეზო, შვილი, ოჯახი, მეზობლები, სანათესავო, მეგობრები, რაიონი, ქალაქი, კუთხე, ქვეყანა… და წამოვედი…
წამოვედი მხოლოდ ერთი ხელჩანთით, რომელიც ათ კილოს იწონიდა.
წამოვედი და დავკარგე ყველა ის ზემოთ ჩამოთვლილი… ფაქტობრივად დავრჩი სრულიად მარტო, რომლისთვისაც აღარ არსებობს არაფერი, გარდა მონატრებისა და ფარული სევდისა…
ძალიან ბევრი დარდი დამაქვს ხურჯინით…უთქმელი დარდი… დარდი, რომელიც მარტოობაში დაიბადა…
აი, ასეთია ცხოვრება ემიგრაციაში… ბედნიერი ღიმილითა და უთქმელი, ჩუმი სევდით…
არ დაუშვათ, გახდეთ ემიგრანტი. ნუ დაკარგავთ იმას, რაც გაქვთ. მონატრება კლავს ადამიანს არა ფიზიკურად, არამედ შინაგანად.
ემიგრაციაში წასვლა ძნელია, მაგრამ უფრო ძნელი, დაბრუნება…

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა – მისი ეს ქმედება პირდაპირ გააზრებული ღალატი და ქვეყნის ომში შეყვანა იყო