თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც კერძო შენობიდან მოქალაქეების გამოსახლებას გუშინ ხმაური მოჰყვა, კორპუსის მობინადრეები კვლავ რჩებიან – მათ სახლებიდან ამ დრომდე გამოაქვთ საკუთარი ნივთები

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც კერძო შენობიდან მოქალაქეების გამოსახლებას გუშინ ხმაური მოჰყვა, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლები კვლავ რჩებიან. მათ სახლებიდან ამ დრომდე გამოაქვთ საკუთარი ნივთები.
ასევე, მოსახლეობის ნაწილმა, გამოსახლების შემდეგ ღამე ღია ცის ქვეშ, კორპუსის მიმდებარედ გაათენა.
ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც მოქალაქეებს უშუალოდ საცხოვრებელი კორპუსის შიდა ტერიტორიაზე არ უშვებენ.
ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკაც. არსებული ინფორმაციით, მოხდება ნაგებობის დემონტაჟი.
ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახის განსახლებას გუშინ მთელი დღის განმავლობაში ხმაური ახლდა. რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება პოლიციასთან, რა დროსაც სამართალდამცავებმა ჯამში 17 ადამიანი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება არა თუ სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, არამედ ეს არის იმ ღალატის გამოსწორება, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა – მისი ეს ქმედება პირდაპირ გააზრებული ღალატი და ქვეყნის ომში შეყვანა იყო