თვალჭრელიძეზე დაკავებულებზე ფიზიკურად იძალადეს, კაცებს ეძახდნენ “პრინცესებს” – ადვოკატი

თვალჭრელიძეზე დაკავებულების ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, რომ მათ ფიზიკური გაუსწორდნენ, ასევე, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
როგორც ის ფორმულასთან ყვება, დაკავებულ კაცებს, შეურაცხყოფის მიზნით, “პრინცესებს” ეძახდნენ.
“მათ შეეზღუდათ დაცვის უფლება, რადგან არ გვეუბნებოდა, სად გადაიყვანეს, როგორ გადაიყვანეს, ახლა დარწმუნებული ვარ, ისევ იმ მანკიერ პრაქტიკას გააგრძელებს და 48 საათის განმავლობაში ეყოლებათ ეს ადამიანები იზოლატროში.
დააკავეს ახალგაზრდა ადამიანები, რომლებზეც მოხდა ძალადობა. ერთი მხრივ, მათზე მოხდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, კაცებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და ეძახდნენ “პრინცესებს”, რომლებიც არიან მებრძოლი და უშიშარი ადამიანები. ასევე, მათზე მოხდა ფიზიკური ძალადობა, ათრიეს თმებით დაკავების დროს და რამდენჯერმე ფილტვის, მუცლის არეში ჩაარტყეს”, – ამბობს ადვოკატი.
თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გუშინ მთელი დღის განმავლობაში საცხოვრებლიდან ადამიანების ძალადობრივად გამოსახლება ხდებოდა, -მ ჯამში 17 ადამიანი დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა – საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა

გივი თარგამაძე – გამოკითხვის ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას – ჩემი პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად „არა“! – შევეცადე ამეხსნა, რომ ქვეყანას ვნებს რაც ხდება და რისი პრევენციაც ვერ ხერხდება