„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის 12:00 საათზე დაიწყება.
განაცხადების მიღება გაგრძელდება:
· რძის პირველადი წარმოების დაფინანსების შემთხვევაში ბიუჯეტის (3 მლნ ლარი) ამოწურვამდე
· სათბურებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურების დაფინანსების მიმართულებით 30 აგვისტოს 18:00 საათამდე.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც ახალი საქმიანობის დაწყება, ასევე არსებულის გაფართოება/მოდერნიზება შემდეგი მიმართულებებით:
· რძის პირველადი წარმოება – შენობა-ნაგებობისა (პირუტყვის სადგომი) და ფერმის მოწყობისთვის საჭირო მცირე აღჭურვილობის თანადაფინანსება;
· მზის ელექტრო სადგურის დამონტაჟება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 კვტ სიმძლავრე;
· ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის – ფინანსდება არაუმეტეს 200 კვ.მ სათბურის მოწყობა.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონში
შემავალი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მცხოვრებლებს: კაცებს 18-35 წელი, ხოლო ქალებს – 18-40 წლის ჩათვლით.




