იაპონიაში 80-ს გადააჭარბა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

იაპონიაში ათასობით მაშველი განაგრძობს დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გადარჩენილთა ძებნას.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ დანგრეულ შენობებში დარჩენილია ბევრი ადამიანი, რომლებიც შველას ელოდებიან. კიშიდას თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა დღეს, 4 იანვრის საღამოსთვის, როცა კატასტროფიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი 72 საათი გადის, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩინონ.
იაპონიაში 1 იანვარს მომხდარი 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 81 ადამიანი. 50-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.
მიწისძვრის ეპიცენტრი ნახევარკუნძულ ნოტოზე, იშიკავის პრეფექტურაში მდებარეობდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მხოლოდ ქალაქ სუზუში სრულად ან ნაწილობრივ დანგრეულია სახლების დაახლოებით 90%. ს ნგრევა მოჰყვა იშიკავის მეზობელ პრეფექტურებშიც.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს – პირადად მოგეთხოვებათ შენ და შენს დამქაშებს კანონის სრული სიმკაცრით – რუსულად მართვა და ტერორი საქართველოში არ გაგივა! მოემზადე მოსკოვში წასასვლელად

პაველ ჰერჩინსკი – ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი გახდეს – დარჩით ევროკავშირის გზაზე და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ

შალვა პაპუაშვილი – გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც თავისი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს კაცობრიობის უსასტიკეს მტერზე გამარჯვება