მარნეულში, გაუმართავ ავტომობილებზე ტექინსპექტირების დადებითი დასკვნების გაცემისთვის ორი კაცი დააკავეს – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მოსყიდვისა და ოფიციალური დოკუმენტების გაყალბების საფუძლით ორი კაცი დააკავეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ისინი ტექნიკულად გაუმართავ ავტომობილებზე გასცემდნენ დადებით დასკვნებს. თითოეულ ასეთ ყალბ დასკვნაში ისინი ავტომობილების მფლობელებისგან 100 ლარს იღებდნენ.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მუშაობდა მარნეულში მდებარე ერთ-ერთი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორის თანამდებობაზე და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ევალებოდა სატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ჩატარება. ბრალდებულმა, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე გასცა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში. აღნიშნულის სანაცვლოდ, ოფიციალურად დაწესებული გადასახადის გარდა, მოქალაქისაგან მოითხოვა და აიღო ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით”, – აცხადებენ საგამოძებო სამსახურში.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც გულისხმობს კომერციულ მოსყიდვასა და ყალდი დოკუმენტების დამზადებას. ბრალის დმტკიცების შემთხვევაშ დაკავებულებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დამნაშავედ ცნეს ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრები, რომლებმაც არასრულწლოვანი დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე, მიაყენეს დაზიანებები, აიძულეს ბოდიში მოეხადა „ლიდერისთვის“

გიგი წერეთელი – წარმოუდგენელია, რომ 2026 წელი დგება და ქვეყანაში პოლიტიკური და სინდისის პატიმრები გვყავს – ცუდი ვითარებაა და ეს იყო „ოცნების“ გეგმა, დაჭერების კასკადი და შიდა ბრძოლები არ მეტყველებს იმაზე, რომ მათ დიდი ძალა აქვთ