აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის 180 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობას გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები ს საჰაერო თავდაცვისთვის 180 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობას მიაწვდის, – ინფორმაციას უკრაინული მედია აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შეერთებული შტატები უკრაინას მიაწვდის მოდიფიკაციებსა და ტექნიკურ მომსახურებას, სათადარიგო ნაწილებს, სახარჯ მასალებსა და აქსესუარებს, შეკეთებისა და დაბრუნების მხარდაჭერას, პერსონალის მომზადებასა და სასწავლო აღჭურვილობას, აშშ-ის მთავრობისა და კონტრაქტორებისთვის საინჟინრო, ტექნიკურ და ლოჯისტიკურ მომსახურებას და ლოჯისტიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სხვა დაკავშირებულ ელემენტებს.
აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის სააგენტო არ აკონკრეტებს, თუ ვინ გადაიხდის უკრაინისთვის 180 მილიონი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის გადაცემის ხარჯებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შატბერაშვილი: ქვეყანა საიდანაც ათაითასობით ადამიანი გარბის ყოველ წელს, შიდა და თუ გარე ასპარეზზე სილას აწნის მსოფლიოს თითქმის ყველა უძლიერეს სახელმწიფოს, ყველა მეგობარს, გარდა მისი ნამდვილი მტრის – რუსეთისა

ჩინეთის ელჩი – უთანასწორო სიტუაცია, როცა რამდენიმე ქვეყანა გლობალური მმართველობის მონოპოლიზაციას ახდენს, არ უნდა გაგრძელდეს – ყველა ქვეყანას აქვს უფლება თანაბრად მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო საქმეებში