ჯონ კირბი – კონგრესის გადაწყვეტილების გარეშე უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ვეღარ მოხდება

სანამ -ის კონგრესი დამატებითი დაფინანსების შესახებ პრეზიდენტ ს მოთხოვნას არ დაამტკიცებს, ვაშინგტონი ვერ შეძლებს სთვის დახმარების მიწოდებას, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა მ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინელებმა საჭირო იარაღი მიიღონ.
“იარაღის მიწოდება, ძალაუნებურად, შეწყდება. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უსაფრთხოების დახმარების ბოლო პაკეტს, რომლის შევსების უფლებაც გვქონდა. სულ ეს არის. ჩვენ გვჭირდება დამატებითი კანონმდებლობა უკრაინისთვის დამატებითი დახმარების უზრუნველსაყოფად”, – განმარტა ჯონ კირბიმ.
მისი თქმით, ბოლო პაკეტი, რომლის შესახებაც აშშ-მა დეკემბრის ბოლოს გამოაცხადა, ში უახლოეს კვირებში უნდა ჩავიდეს. ”მაგრამ ამის შემდეგ, დამატებითი დაფინანსების გარეშე, არ არსებობს სხვა ჯადოსნური ქოთანი, საიდანაც რაიმეს ამოღება იქნება შესაძლებელი”, – თქვა კირბიმ ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა 27 დეკემბერს უკრაინის სამხედრო დახმარების 250 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც 2023 წლის ბოლო პაკეტი იყო.