ევროლიგის მე-18 ტურში თორნიკე შენგელიას “ვირტუსმა” საკუთარ მოედანზე “ბაიერნი” 85:83 დაამარცხა.
შენგელიამ 31:43 წუთში 18 ქულა (7-დან 4 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა მიითვალა, ერთხელ დაკარგა ბურთი და სარგებლიანობის 23-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.
შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 22 ქულით სტუმართა გუნდის ამერიკელი ლეგიონერი კარსენ ედვარდსი იყო.
ბოლონიური გუნდი 13 მოგებით მეორე ადგილზეა და 5 იანვარს ბერლინში “ალბას” დაუპირისპირდება.