დიდი დიღომი, სამგორი – თბილისის რომელ უბანში გაიყიდა ყველაზე მეტი ბინა ივნისში?

2025 წლის ივნისის თვეში დედაქალაქის მასშტაბით, ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომსა (669) და სამგორში (511) გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Galt & Taggart აქ­ვეყ­ნებს.
· დიდი დიღომიგაყიდვების რაოდენობა – 669 ბინა, საშუალო ფასი – 1,071 $ / მ2
· სამგორიგაყიდვების რაოდენობა – 511 ბინა , საშუალო ფასი – 1,077 $ / მ2
· საბურთალოგაყიდვების რაოდენობა – 501 ბინა, საშუალო ფასი – 1,557 $ / მ2
· გლდანიგაყიდვების რაოდენობა – 324 ბინა, საშუალო ფასი – 1,036 $ / მ2
· კრწანისიგაყიდვების რაოდენობა – 264 ბინა, საშუალო ფასი – 1,522 $ / მ2
· ნაძალადევიგაყიდვების რაოდენობა – 260 ბინა, საშუალო ფასი – 1,172 $ / მ2
· ისანიგაყიდვების რაოდენობა – 249 ბინა, საშუალო ფასი – 1,365 $ / მ2
· დიდუბეგაყიდვების რაოდენობა – 202 ბინა , საშუალო ფასი – 1,410 $ / მ2
· ჩუღურეთიგაყიდვების რაოდენობა – 106 ბინა, საშუალო ფასი – 1,754 $ / მ2
· ვაკეგაყიდვების რაოდენობა – 99 ბინა , საშუალო ფასი – 2,467 $ / მ2
· მთაწმინდაგაყიდვების რაოდენობა – 52 ბინა, საშუალო ფასი – 2,964 $ / მ2
· ვაშლიჯვარიგაყიდვების რაოდენობა – 29 ბინა , საშუალო ფასი – 1,015 $ / მ2
Galt & Taggart -ის მიხედვით, 2025 წლის ივნისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,266 შეადგინა, აქედანმ მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 17.1%-ით გაიზარდა, თუმცა ჯამურად 2025 წლის 6 თვეში გაყიდვების მაჩვენებელი წლიურად 2.6%-ითაა შემცირებული. რაც შეეხება პირველად ბაზარზე გაყიდვებს, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 2.9%-ით გაიზარდა, ხოლო ჯამურად 2025 წლის 6 თვეში წლიურად 6.1%-ით არის გაზრდილი.

ასევე დაგაინტერესებთ

სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის, დადგენილ ვადაში, გადაუხდელობა ისევ 15 დღიანი პატიმრობით ისჯება

საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ არ კრძალავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელებას დაწყებული საქმეების დასრულების მიზნით – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1620 კონსტიტუციური სარჩელი