4:3. “ჟირონას” ზღაპარი გრძელდება – “ატლეტიკოს” მორატას ჰეთ-თრიქმაც ვერ უშველა

ლა ლიგის მე-19 ტურში „ჟირონამ“ სახლში „ატლეტიკო“ 4:3 დაამარცხა.
მატჩი საოცრად ლამაზი სანახავი გამოდგა, მასპინძლები მდევრის როლში იყვნენ, ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ კომპენსირებულ დროში მარტინმა დიდებული გოლით კატალონიელებს გამარჯვება მოუტანა.
მადრიდული გუნდის თავდამსხმელმა მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, მიმდინარე ტურნირზე მეთორმეტე გოლი გაიტანა და მხოლოდ ბელინგემს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 13 გოლია.
„ჟირონა“ „რეალთან“ ერთად ლიდერია, ხოლო „ატლეტიკო“ მესამე ადგილზეა.
„ჟირონას“ ორი გასვლითი მატჩი ელის – 6 იანვარს თასზე „ელჩესთან“ და 14 იანვარს პრიმერაზე „ალმერიასთან“. „ატლეტიკოსაც“ მომავალი ორი შეხვედრის სტუმრად ჩატარება მოუწევს – 6
იანვარს თასზე „ლუგოსთან“ და 10 იანვარს ჩემპიონატზე „რეალთან“.
ჟირონა – ატლეტიკო 4:3
გოლები: 1:0 ვალერი (2), 1:1 მორატა (14), 2:1 სავიო (26), 3:1 ბლინდი (39), 3:2 მორატა (44), 3:3 მორატა (54), 4:3 მარტინი (90+2)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში