თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, რამდენიმე პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან აქტივისტები – დათი დანელია, გიორგი დუმბაძე და მარიამ მეყანწიშვილი.
ცოტა ხნის ადგილზე პროტესტის მონაწილეები მივიდნენ.
“ინტერპრესნიუსი” დეტალებს შსს-ში არკვევს.
შეგახსენებთ, ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს – ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.
დილიდან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. როგორც მაცხოვრებლები აღნიშნავენ, კერძო მესაკუთრის საფუძველზე ხდება გამოსახლება, რომელიც ადგილობრივების თქმით, აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და მისი დაცლა უნდა მოხდეს.
