ევროკავშირი კამბოჯასა და ტაილანდს სასაზღვრო შეტაკების “დეესკალაციისკენ” მოუწოდებს

ევროკავშირმა 24 ივლისს კამბოჯას და ტაილანდს სადავო სასაზღვრო ზონასთან შეტაკებების „დეესკალაციისკენ“ მოუწოდა.
ეს იყო მეზობელ სახელმწიფოებს შორის ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე სისხლიანი შეტაკება.

„ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია საზღვარზე მზარდი დაძაბულობით, იტყობინებიან მსხვერპლის შესახებ მშვიდობიან მოსახლეობაში. ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს დეესკალაციისკენ და დავის გადაწყვეტისკენ დიალოგისა და სხვა მშვიდობიანი საშუალებების გზით, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა, ანუარ ელ ანუნიმ.

ტაილანდის სამხედრო ძალების ცნობით, კამბოჯის მიერ საზღვრისპირა ტერიტორიის დაბომბვის შედეგად ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, და 14 ადამიანი დაიჭრა.
არმიის განცხადების თანახმად, სისაკეტის პროვინციაში ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს მომხდარი დარტყმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დანარჩენი სამი, მათ შორის რვა წლის ბიჭი, დაიღუპა სურინისა და უბონ რატჩატანის პროვინციებში.

ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“, ბუნებრივია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს აღარ ახსენებს – რაც შეეხება რუსოფობიას, როგორ შეიძლება ქართველებში რუსების სიყვარული, როცა 200 წელია რუსის გეშინია?