,,ასეთი განათების დროს, მე პირადად ორჯერ ჩავვარდი სუფლიორის ორმოში” – ზურა ხაჩიძე

,, ასეთი განათების დროს, მე პირადად ორჯერ ჩავვარდი სუფლიორის ორმოში” – ზურა ხაჩიძე
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე მომხდარ ფაქტს, როცა მაყურებელმა მას დროშა ესროლა და მან ფეხით გადაუარა, მომღერალი ზურა ხაჩიძე ასე ეხმაურება:
,,ტიპს პირიდან საქართველო და თბილისი არ მოუშორებია გვეფერა, სიყვარული აგვიხსნა და თქვენ, სვავებო მიდით, ლანძღეთ, აგინეთ, აფურთხეთ და კიდევ რომ ჩამოვა სახე გააძვრეთ! სხვა ხომ არაფერი იცით!
ასეთი განათების დროს, მე პირადად ორჯერ ჩავვარდი სუფლიორის ორმოში და დანარჩენი თქვენ იცოდეთ! დროშას ვინც აუგად მოექცევა ის სად არის, ვინც ესროლა? თუ პასუხი აქვს ქვეყნის წარმატება მინდოდაო:)))
საქართველოს გაუმარჯოს!”

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“, ბუნებრივია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს აღარ ახსენებს – რაც შეეხება რუსოფობიას, როგორ შეიძლება ქართველებში რუსების სიყვარული, როცა 200 წელია რუსის გეშინია?