საბა სხვიტარიძე ბრალი უფრო მსუბუქი მუხლით გადაუკვალიფიცირდა

სინდისის პატიმარ საბა სხვიტარიძის მიმართ წაყენებული ბრალი გადაკვალიფიცირდა.
პროკურატურას მოუწია ეღიარებინა, რომ საბა სხვიტარიძეს ვერ ეცოდინებოდა, მირიან ქავთარაძე, პოლიციელი, ვისზე თავდასხმასაც აქამდე ედავებოდნენ, პოლიციელი იქნებოდა. მას ახლა არა პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებით, არამედ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას. ეს დღევანდელ, 24 ივლისის სასამართლო სხდომაზე გაირკვა.