„აფრიკის“ დასახლებაში მოქალაქეთა გამოსახლებისას 4 ადამიანი დააკავეს

თბილისში, სამგორის რაიონში („აფრიკის“ დასახლებაში) თვალჭრელიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის იძულებითი გამოსახლების დროს დაპირისპირების ფონზე, პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა.
განახლება: -ის პრესცენტრის ცნობით, დაკავებულია ოთხი ადამიანი – ოთხივე მათგანი ადმინისტრაციული წესით.
ისინი დაკავებულნი არიან „პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ მუხლით (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით).
კანონში ცვლილებებით, ეს მუხლი ითვალისწინებს 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ჯარიმას, ან 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.
რა ხდება „აფრიკის“ დასახლებაში
ადგილზე დილიდან ხმაურია.
დაძაბულობის მორიგი ეპიზოდი მოჰყვა ავეჯის გადასატანი სატვირთო ავტომობილის გამოჩენას – მას მოსახლეობის ნაწილი არ აძლევდა ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას.
პოლიციამ მათ მოუწოდა, გაეთავისუფლებინათ გზა, თუმცა წინააღმდეგობის გაგრძელების შემდეგ სამი ადამიანი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილებში და გადაიყვანეს.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დამაზუსტებელი კითხვით, რა საფუძვლით დააკავეს მოქალაქეები.
პრესცენტრისგან პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
კორპუსი სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ მოპირდაპირე მხარესაა, – მისგან აღმოსავლეთით.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანახმად, მისამართზე მდებარეობს „ხუთი შენობა შავი კარკასის მდგომარეობით“.
უწყების განცხადებითვე, შენობა-ნაგებობები „სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – საზოგადოებას დაავიწყეს, რეალურად, რა ფუნქცია გააჩნია სუს-ს, ის იქცა ისეთ უწყებად, როგორიც იყო „კაგებე“, „ეფესბე“ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზრუნავს არა სახელმწიფოს, არამედ „ქართული ოცნების“ უსაფრთხოებაზე

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი – ვიზიარებ გარემოებებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე და ვნანობ – ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით, მინისტრი იყო ინფორმირებული