თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილების გამოსახლებისას 4 პირი დააკავეს.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილების გამოსახლება დღეს, 24 ივლისს, დილიდან დაიწყეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.




