ყაზბეგში კაცი დაჭრეს

ყაზბეგში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, პოლიციამ 35 წლის კაცი დააკავა.
წერს, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა გ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 1967 წელს დაბადებულ ა.ღ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა გ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 1967 წელს დაბადებულ ა.ღ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების გამო ა.ღ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.ხ. მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19 – 108-ე მუხლით მიმდინარეობს,” – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – მივმართავთ უკრაინას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი საკუთარი მოქალაქეების დასაბრუნებლად – პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ სურთ, ქართული მხარე იძულებული გახდეს, ისინი სახელმწიფო საზღვარზე დაუშვას

სალომე ზურაბიშვილი ტრამპს, ფაშინიანს და ალიევს – თქვენი წარმატება კავკასიაში მშვიდობისა და პროგრესის წარმატებაა – ქართველებმა მშვიდობისა და დამოუკიდებლობის ფასი იციან და ამ დიდ მიღწევას აფასებენ