საზღვრის არალეგალური კვეთის შემცირების გამო, აშშ მექსიკასთან 4 სასაზღვრო პუნქტს ხსნის

4 იანვარს ამერიკა მექსიკასთან საზღვრის 4 პუნქტს გახსნის. საზღვრის არალეგალური კვეთის შემცირების და შესაბამისად, მესაზღვრეებისთვის გამოთავისუფლებული დროის გამო, ამერიკის მთავრობაში ამბობენ, რომ პუნქტების თავიდან გახსნა შესაძლებელია.
ამერიკა განაახლებს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს საერთაშორისო ხიდ “იგლ ფასზე”, ასევე ტეხასში, არიზონაში, სან-დიეგოში და კალიფორნიაში. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახური ავრცელებს.
დეკემბრის თვეში, საზღვრის დაცვის სამსახურს განსაკუთრებით ბევრი საქმე ჰქონდა. საზღვრის კვეთის არალეგალური შემთხვევები დღეში 11 000-ს აღწევდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
კანონმდებლები დღემდე ცდილობენ შეთანხმებას მიაღწიონ საზღვრის დაცვის საკითხთან დაკავშირებით. დემოკრატები და რესპუბლიკელები ვერ თანხმდებიდან რამდენი და რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს იმისთვის, რომ საზღვრის არალეგალური კვეთა შეწყდეს, ან მკვეთრად შემცირდეს.
გასულ კვირას, მექსიკელი და ამერიკელი ოფიციალური პირები შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ მიგრაციის საკითხის გადასაჭრელად.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა

პროკურორი ნია იმნაძის საქმეზე – ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო