ბაიდენი ტრამპს საჯაროდ გააკრიტიკებს

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 6 იანვარს რევოლუციური ომის ერთ-ერთ ისტორიულ ობიექტზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს. მისი საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის ამ გამოსვლისას ყოფილ რესპუბლიკელ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გააკრიტიკებს და ხალხს შეახსენებს, რომ ის “დემოკრატიისთვის არსებითი საფრთხეა”.
პენსილვანიაში ომის იმ ერთ-ერთ მემორიალურ ობიექტზე გამოსვლას, სადაც ჯარები იყვნენ დაბანაკებულნი, კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრა მოჰყვება, ამჯერად ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინაში მდებარე ეკლესიაში. ის 2015 წელს იმ მოქალაქემ, რომელსაც თეთრი რასის უპირატესობის სჯერა, შავკანიანთა ისტორიულ ტაძარში მრევლის 9 წევრი დახოცა. კამპანიის წევრები ამბობენ, რომ პრეზიდენტი იქ “პოლიტიკური ძალადობის მზარდ საფრთხეებზე” გაამახვილებს ყურადღებას.
ეს ორი ვიზიტი პრაქტიკულად იქნება ამ საარჩევნო ციკლში ბაიდენის მხრიდან ყველაზე პირდაპირი საჯარო თავდასხმა დონალდ ტრამპზე და რესპუბლიკურ პარტიაზე. ეს მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება, რადგან 2023 წელს ის ძირითადად სხვა პოლიტიკურ ინიციატივებზე და ეკონომიკის გაუმჯობესებაზე საუბრობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა

პროკურორი ნია იმნაძის საქმეზე – ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო