ბათუმში, 21 ივლისს მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, შსს-მ თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1995 წელს დაბადებული ფ.ქ. და 1989 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა – ტარება და განსაკუთრებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა -შენახვა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 21 ივლისს ღამის საათებში, ავტომობილით გადაადგილებისას ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კაზინოს მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სროლის შედეგად დაზიანდა კაზინოს კარი და ფასადის ნაწილი.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ფ.ქ. და ი.გ. ბრალდებულის სახით დააკავა. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 239-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია -ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – მივმართავთ უკრაინას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი საკუთარი მოქალაქეების დასაბრუნებლად – პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ სურთ, ქართული მხარე იძულებული გახდეს, ისინი სახელმწიფო საზღვარზე დაუშვას

სალომე ზურაბიშვილი ტრამპს, ფაშინიანს და ალიევს – თქვენი წარმატება კავკასიაში მშვიდობისა და პროგრესის წარმატებაა – ქართველებმა მშვიდობისა და დამოუკიდებლობის ფასი იციან და ამ დიდ მიღწევას აფასებენ