კიდევ ერთი ქართველი სერია A-ში – გოგლიჩიძე მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის

ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ “ტორპედოსა” და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 19 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე კარიერას იტალიაში გააგრძელებს.
გოგლიჩიძის სამსახურით სერია A-ს რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული, თუმცა დი მარციოს მტკიცებით, ის მალე “ემპოლიში” გაივლის სამედიცინო შემოწმებას.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგლიჩიძის ტრანსფერზე “ემპოლის” ყოფილი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე მუშაობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში