– ველოდებით ეუთო-ოდირის წინა დასკვნის აღიარებას, როგორც კი აღიარებენ, მაშინვე განვაახლებთ სერიოზულად მსჯელობას ახალი მისიის მოწვევასთან დაკავშირებით – თემა დახურული არ არის

ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, გავაკეთეთ განცხადება, რომ პირველ რიგში, ველოდებით ეუთო-ოდირის წინა დასკვნის აღიარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება ელოდება წინა დასკვნის აღიარებას, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ახალი მისიის მოწვევასთან დაკავშირებით.
პრემიერმა დასძინა, საკითხი არ არის დახურული.
„ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, გავაკეთეთ განცხადება, რომ პირველ რიგში, ველოდებით ეუთო-ოდირის წინა დასკვნის აღიარებას. როგორც კი აღიარებენ წინა დასკვნას, მაშინვე განვაახლებთ სერიოზულად მსჯელობას ეუთო-ოდირთან დაკავშირებით. ეს არ არის დახურული თემა, მაგრამ ჯერ ველოდებით წინა დასკვნის აღიარებას, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ახალი მისიის მოწვევასთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრემიერმა “აჭარის“ ტელევიზიის ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში