“ჟირონასთან” ლა ლიგის მე-19 ტურის მატჩის წინ კომენტარი “ატლეტიკოს” მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ გააკეთა:
“ჟირონა” არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს და ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ ჩემპიონი გახდეს. მის მწვრთნელს ჩამოყალიბებული იდეები გააჩნია, გუნდს ბევრი კარგი შემტევი ჰყავს. ისინი მაქსიმალურად იხარჯებიან”.
კატალონიური გუნდი 45 ქულით მეორე ადგილზეა და “რეალს” მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება.