კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს ტალინში ადგილობრივი “ლევადია” “იბერიას” უმასპინძლებს. ორივე გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა.
ესტონელები ლაშა ოდიშარიას RFS-სთან ორი მატჩის ჯამში 0:2, ხოლო ქართული გუნდი “მალმიოსთან” 2:6 დამარცხდა. მასპინძელთა მხრიდან გუშინდელ პრესკონფერენციაზე მწვრთნელ კურეო მარტინესთან ერთად გუნდის მეკარე კარლ ვალნერიც გახლდათ.
“ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშებით. ვფიქრობ, RFS-ის მსგავსი მეტოქე გვყავს. დადებითი შედეგის მისაღწევად 180 წუთის განმავლობაში საუკეთესოდ უნდა გავისარჯოთ. რთულია, მაგრამ ჩემმა გუნდმა დაამტკიცა, რომ ეს შესაძლებელია.
რა მოხდა RFS-ის წინააღმდეგ არასწორად და რა უნდა გააკეთოს “ლევადიამ” “იბერიას” წინააღმდეგ უკეთესად? – ყველაფერში შეგვიძლია უკეთესები ვიყოთ. ბოლო თამაშში გუნდს ძალიან კარგი განწყობა ჰქონდა, მაგრამ ევროპაში მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, რადგან მარტივი შეცდომები ისჯება.
ყველა სიტუაციაში თამაში უკეთესად უნდა ვაკონტროლოთ. შეგვიძლია თუ არა კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლა? – რა თქმა უნდა!”, – განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა.
“ვფიქრობ, RFS-თან მარცხის მიუხედავად, გუნდში ცუდი განწყობა არაა. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ თამაში ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან შეგვიძლია. მწვრთნელს ვეთანხმები, რომ კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლა შეგვიძლია, მაგრამ ჯერ შორს არ ვიყურებით და მხოლოდ “იბერიას” დამარცხებაზე ვფიქრობთ”, – ეს კი გუნდის მეკარის სიტყვებია.
[PHOTO] “ალბათ, შენი მშობლები ამით ამაყობენ” – ჰოლანმა გულშემატკივრის წერილი გაასაჯაროვა
როგორ გავიტანოთ გოლი ბურთზე შეხების გარეშე [VIDEO]
მამაცაშვილი “იბერიადან” შვედურ გუნდში გადავიდა
ქართველი ლეგიონერის გოლი და გამარჯვება კონფერენს ლიგაში
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს – UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
“ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან” – “იბერიას” მწვრთნელმა “მალმიოსთან” დაპირისპირებაზე ისაუბრა
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! – რას ვნახავთ ივლისში
ერთმანეთზე ლამაზი გოლები – არაბიძემ “ლევადიას” დუბლი შეუსრულა [VIDEO]
ლევან კორღალიძე: ჩვენი პროგრამა-მინიმუმი გამარჯვებაა
საჩხერის “ჩიხურამ” თურქული შეკრება დაიწყო
ცნობილია ვის შეხვდება კონფერენს ლიგის პლეი-ოფში “იბერია”, თუ “ბასაქშეჰირის” ბარიერს დაძლევს
