დაკავებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორი.
ჯერჯერობით მისი ვინაობა უცნობია – შსს ასახელებს მხოლოდ ინიციალებს: მ.ბ.
გამოძიების ვერსიით, იგი „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ოქროს ნივთს“.
რადიო თავისუფლებამ შსს-ის პრესცენტრს ჰკითხა, რა ოქროს ნივთზეა საუბარი. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიციელს 3-დან 5 წლამდე პატირმობა ემუქრება.
გამოძიების ქურდობის მუხლით )სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით) მიმდინარეობს.
