მოტოციკლებისა და მოპედების ტექინსპექტირება სავალდებულო გახდება – რა სიახლეები იგეგმება ტექნიკური ინსპექტირების მიმართულებით

L კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდება. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართულებით სიახლეებს გეგმავს. სიახლეებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტის პროექტი და შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებებისთვის განსაზღვრული ვადები სააგენტოს წარმომადგენლებმა ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.
საუბარი შეეხო ქვეყანაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირებისას ე.წ. OBD (On-board diagnostics – ავტომობილის დიაგნოსტიკის სკანერი) სისტემის დანერგვის შესაძლებლობებსა და გამოწვევებსაც.
სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგის ეფექტურობაზეც. განიხილეს მონაცემთა ერთიანი სისტემის შესაძლო განახლებაც, რამაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მიერ დამუშავებული მონაცემების ერთიან საინფორმაციო სისტემაში თავმოყრა, მათი გადამოწმება და ინსპექტირების მონაცემებზე წვდომა უნდა უზრუნველყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა