ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ თავდაცვითი დრონებისთვის 3 მილიარდ გრივნაზე მეტი ღირებულების კონტრაქტებს მოაწერა ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ თავდაცვით დრონებთან დაკავშირებით კიდევ ოთხ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელთა ღირებულება 3 მილიარდ გრივნაზე მეტია.
„მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენს დასაცავად, ჩვენი ქალაქებისა და თემების უფრო მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩამჭრელი დრონების ახალი კონტრაქტები არსებობს და ეს ემატება იმას, რაც უკვე შევიძინეთ დრონების წარმოებისთვის, კერძოდ, პარტნიორებისგან. კიდევ ოთხი მნიშვნელოვანი კონტრაქტი, რომელთა ღირებულება 3 მილიარდ გრივნაზე მეტია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, თავდაცვითი დრონების რაოდენობის გაზრდის საკითხს სამხედროები და სამინისტროები, კერძოდ, თავდაცვის მინისტრი დენის შმიგალი და პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე მიხაილ ფედოროვი განიხილავენ.
ზელენსკის თქმით, ასევე მიმდინარეობს ფრონტზე გამოსაყენებელი დრონებისთვის საჭირო კონტრაქტების გაფორმება და ღრმა დარტყმების პროგრამა გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ სულაშვილი: თუმცა „პოლიტიკური აუტიზმი“ არის მკაცრი, მაგრამ ლეგიტიმური აკადემიური და პოლიტიკური ტერმინი. ის მიუთითებს სისტემის დისფუნქციაზე და არა რომელიმე ჯგუფის ღირსების შელახვაზე

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…