ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
,,ვიზების გაქუმების ამბავში ყველა აქცენტს ეკონომიკურ სარგებელზე, სამუშაოდ წასვლაზე, სამკურნალოდ წასვლაზე და ასეთ თემებზე აკეთებს. არადა ეს ყველაფერი უვიზო მიმოსვლის გვერდითი ეფექტებია.
უვიზო მიმოსვლა არ არის ევროკავშირის ტერიტორიაზე ფულის ლეგალურად შოვნის საშუალება, უვიზო მიმოსვლა არის ევროკავშირის ტერიორიაზე ფულის დახარჯვის ლეგალური საშუალება
ანუ კარგი დასვენების საშუალება, მაგრამ მის ამ მთავარ მიზანზე არავინ აკეთება აქცენტს, ყველა მხოლოდ მის გვერდით ეფექტებზე საუბრობს, ღითქოს უტყდებათ დასვენებაზე ლაპარაკი,
თითქოს კარგი დასვნების ხელმისაწვდომობა ნაკლები სიკეთე იყოს.
ადამიანი მთელი წელი რომ მუშაობს, წელებზე ფეხს იდგამს, მისთვის ადამიაური დასვენება, ისეთივე აუცილებელია, როგორც სხვა რამეები. ეს ერთ-ერთი საბაზისო ღორსეული ცხოვრებისთვის. გასაგბეია, პრიორიტეტი სამსახურის მოძებნა და საკვების მოპოვებააა ,მაგრამ ამ ყვეალფრის მოპოვების მერე დასვნება არის ცხოვრების აზრი ფაქტობრივად.
როდესაც ადამიანი ბერდება მას რა რჩება? მოგონებები, სად და როგორ გაატარა დრო და არა, როგორ იმუშავა. ვიღაცები საბჭოთა კავშირის რომ მისტრიან, რას იხსნებენ პირველ რიგში? როგორ მუშაობდნენ წელში გაწყვეტამდე, თუ როგორ გულაობდნენე 37 მანეთიანი ბილეთით მოსკოვებში? რა თქმა უნდა გულაობას იხსნებენ.
ჰოდა, ვიზალიბერალიზაციამ საშაულება მისცა უამრავ ქართველს, რომელსაც საშულაო შემსავალი აქვს, მთელი წელი პახაობის მერ წავიდეს და 37 ევროიანი ბილეთით (ფასზე არ გამომეკიდთ პირობითია) იგულავოს მილანში, პარიზში, ბარსლეონაში, ვენაში, ბუდაპეშტში და დააგროვოს პოზიტიური ენერგია, საუკეთესო მოგონებები, რაც მერე მისი ცხოვრების მთავარი ამბები გახდება.
ეს სულაც არ არის პატარა სიკეთე და ვიზების დაბრუნება ათეულ ათასობით ქართველს წაათმევს ამ საშულებას. რადგან ვიზების დაბრუნება მარტო რიგში დგომას კი არ ნიშნავს, ირკალი კობახიძე როგორც გვატენის, არამედ ის ნიშანვს უმარავ უარს გამგზავრებაზე, ეს ნისნავს იაფი რეისების შემცირებას და ზოგადად ევროპაში სმაოგზაუროდ იაფად და სწრაფად წასვლის შესაძლებლობის უზომოდ გართულებას.
ვიზილიბრალიზაციამ ბანკის უბრალო ოპერატორ გოგოს მოსცა საშუალება ისევე ხშირად იაროს მილანებსა და პარზებში, როგორც მანამდე ამ ბანკის მეპატრონე დადიოდა. მილანში, პარიზში და ბარსელონაში წასვლა გახადა ბათუმში წასვლასავით ჩვეულებროვო მოვლენა. ამას საბჭოთს კავშირში გაზრდილი ბავშვები სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით. გვეგონა ისე მოვკვდებოდით, პარიზი მარტო ფილმებში გვექნებოდა ნანახი.
დღეს კი თუ ძალიან მოინდომე და ძალიან გოიმი ხარ, შენც შეგიძლია მილანში თმის შესაჭრელად გადაფრენა. აი, ვიზის პირობებში ეს არ შეგიძლია, რადგან სანამ ვიზას ჩაგირტყამენ თმა კოჭებამდე ჩამოგივა.
P. S. უვიზო მიმოსვლამ ლეგლაური შემოსავალიც ბევრს გაუჩინა, ოღონდ არა ემიგრაციაში წასულებს, არამედ აქ საქართველოში: ტურისტულ კომპანიებს მისცა საშუალება დააორგანოზონ ტურები ევროპულ ქალაქებში. ასეთი ტურების ორგანიზებით ბევრი ინდივიდუალურადაც დაკავდა და მათი შემოსავლის მთავარი წყაროც გახდა. აქ ყველაზე გულდასაწტყვეტი ისაა, რომ ამ ადამინების უმრავლესობას ხმა არ ამოუღია ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელოც ევროპას ეტაპობრივად გვაშორებდა. ახლა ხელისუფლების პოლიტიკა პირდაპირ მათ ჯიბეებს დაარტყამს.“
