AstraZeneca აშშ-ში 50 მილიარდ დოლარს ჩადებს – ინდუსტრია ტრამპის გულის მოგებას ცდილობს

კომპანია AstraZeneca-მ განაცხადა, რომ 2030 წლისთვის -ის სამრეწველო სიმძლავრეებში 50 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
კომპანიის განცხადების თანახმად, ინვესტიცია გულისხმობს არსებული სამრეწველო მოედნების გაფართოებას, მათ შორის მერილენდსა და მასაჩუსეტში, ასევე ვირჯინიაში ახალი ქარხნის მშენებლობას.
AstraZeneca-ს თქმით, ამ ეტაპზე მისი ამონაგების 42% სწორედ შტატებზე მოდის და აღნიშნული ინვესტიციის შედეგად, ამ წილის 50%-მდე გაზრდას გეგმავს.
AstraZeneca, რომელიც ვაქცინებისა და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების (Tagrisso და Imfinzi) წარმოებითაა ცნობილი, ახლა კარდიომეტაბოლური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებითაა დაინტერესებული. ამის სტიმული გახდა მედიკამენტ GLP-1-ის პოპულარობის ზრდა.
შტატების ბაზარზე მილიარდობით დოლარის ინვესტირების სტრატეგიას ფარმაცევტული დარგი იყენებს იმისთვის, რომ პრეზიდენტ ს კეთილგანწყობა მოიპოვოს. ინდუსტრია ამას იმის იმედით აკეთებს, რომ თავს აარიდებს უცხოეთში წარმოებული მედიკამენტების კომპონენტების იმპორტზე მკაცრ გადასახადებს.
მანამდე ინვესტიციების გეგმების შესახებ განაცხადეს Johnson & Johnson-მა, რომელიც 55 მილიარდი დოლარის ჩადებაზე საუბრობს, და Eli Lilly-მ 50-მილიარდიანი გეგმასთან დაკავშირებით.
ტრამპის განცხადების თანახმად, ფარმაცევტული სექტორისთვის ახალი ტარიფები 1 აგვისტოდან დაწესდება. სექტორის წარმომადგენლებმა მას მეტი დროის მიცემა სთხოვეს, რაზეც შტატების პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ ტარიფები შესაძლოა, ეტაპობრივად დაწესდეს იმის მიხედვით, კომპანიები როგორ გადაიტანენ თავიანთ წარმოებებს შტატებში.