ამერიკაშიც ასე გაუფასურდით ნაცებო? სულ ეს ღირხართ? ჯო ვილსონის სიტყვაც და მისი “მეგობარი აქტიც” როგორი “ფასეული” ყოფილა?”

ამერიკაშიც ასე გაუფასურდით ნაცებო? სულ ეს ღირხართ? ჯო ვილსონის სიტყვაც და მისი “მეგობარი აქტიც” როგორი “ფასეული” ყოფილა?”
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე -ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ნელსონ მალინსის“ ლობისტური კომპანია დაიქირავა და 360 000 დოლარი გადაუხადა სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამერიკაშიც გაუფასურდა. ექსპერტის თქმით, მაშინ როცა ავტორიტეტული პოლიტიკური პარტიების ლობიზმი ძვირი ფუფუნებაა, “ნაციონალური მოძრაობის” ლობიზმი სულ რაღაც გროშები ღირს. „აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკული ლობისტური კომპანია 360 000 დოლარად დაიქირავა. ამ თანხიდან კომპანია თავისას იღებდა, “შემსრულებელებს” კი თავისას უხდიდა.
გამოდის, რომ თვითშეფასებით შეუფასებელი “ნაციონალური მოძრაობა” სულ რაღაც გროშები ღირს. არადა, ავტორიტეტული პოლიტიკური პარტიების ლობიზმი ნამდვილად ძვირი ფუფუნებაა. ირკვევა, რომ ამ თანხიდან შემოწირულობებს კონგრესმენი ჯო უილსონიც იღებდა. ანუ, მისი “ჭეშმარიტი დემოკრატიული სიტყვა” საქართველოდან დაფინანსებული ყოფილა. აქედან გამომდინარე, მის მიერ შედგენილი “მეგობარი აქტიც” “მეგობრულად” დაფინანსებული. რა უნდა ვთქვათ ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ? ალბათ არაფერი, გარდა ერთისა: – ამერიკაშიც ასე გაუფასურდით ნაცებო? სულ ეს ღირხართ? ჯო ვილსონის სიტყვაც როგორი “ფასეული” ყოფილა? ეს ფული ვიღაც გაჭირვებულისთვის მაინც მიგეცათ, ცოდვები შეგიმსუბუქდებოდათ ღმერთთან. საკუთარ ქვეყანასთან კი თქვენი დანაშაულის შემსუბუქებას ვეღარავინ შეძლებს ამქვეყნად,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
Previous: პატრიარქს არა ერთი განცხადება აქვს გაკეთებული ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდასაჭერად და კარგად იცოდა, რომ თანასწორობის უფლების აღიარებას ევროკავშირი ითხოვს სახელმწიფოებისგან. ეს გავლილი და შეთანხმებული თემა იყო

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში