საბერძნეთში მოლდოველი ოლიგარქი ვლადიმირ პლაჰოტნიუკი დააკავეს

საბერძნეთში დააკავეს მოლდოვას დემოკრატიული პარტიის ყოფილი პრეზიდენტი, ოლიგარქი ვლადიმირ პლაჰოტნიუკი.
პლაჰოტნიუკს მოლდოვის არაფორმალურ მმართველად ასახელებდნენ. მას ბრალი ედება დიდი ოდენობით ფულის გათეთრებაში, რომლის მეშვეობითაც საბანკო სისტემიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი დოლარი იქნა მითვისებული.
2019 წელს, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მან მოლდოვა დატოვა. მოლდოვას მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. 2020 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პლაჰოტნიუკი შავ სიაში შეიყვანა.
2025 წლის თებერვლის დასაწყისში ის ინტერპოლით ძებნილთა სიაში შეიყვანეს.
„ცოტა ხნის წინ, საბერძნეთის ქალაქ ათენიდან, ინტერპოლის ოფიციალურმა საკომუნიკაციო არხებმა გვაცნობეს, რომ მოლდოვის ორი მოქალაქე დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი ვლადიმერ პლაჰოტნიუკია“, – განაცხადა მოლდოვის პროკურატურამ.
მოლდოვური მედია წერს, რომ მეორე დაკავებული პირი ყოფილი დეპუტატი, პლაჰოტნიუკის თანაპარტიელი კონსტანტინ ტუტუა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)