თინათინ სტამბოლიშვილი: ამ ვიდეოს არ დავდებდი, ეს ბატონები ოცნების მთავარი სპიკერები რომ არ იყვნენ

 „ჯიპას“ ასოცირებული პროფესორი, კომუნიკაციის მკვლევარი თინათინ სტამბოლიშვილი:
ამ ვიდეოს არ დავდებდი, ეს ბატონები ოცნების მთავარი სპიკერები რომ არ იყვნენ. ქოცინტელექტუალებიდან ერთი ახალგაზრდაა, ლაშა კასრაძე (ამერიკელი ქართველია), ხოლო მეორე – შევარდნაძის დროინდელია, მამრაძე.
ინგლისური რომც იცოდეთ, შეიძლება ვერ გაიგოთ, რას ამბობს მამრაძე, ხოდა თქვენთვისაც ვთარგმნი: ჩვენი გლეხები აშენდნენ საბჭოთა კავშირის დროსო. გვახსენებს რა სამოთხე იყო – იმ ხანას ოქროს ხანას უწოდებს 🤡 ერთი ლიმონს ქართველი გლეხი 6 მანეთად ყიდდა (ვან ლემონ) და სამ ლიმნად მოსკოვის ტუდა-აბრატნი ბილეთს ყიდულობდაო. მერე ამბობს: აი, ეს სიკეთე მოუტანა საბჭოთა კავშირმა ამ გაუნათლებელ, განუვითარებელ ქართველ სოფლელებსო. 🙃
კაგებეშნიკური პლასტების გარდა, ქართველების და ზოგადად, ადამიანის და თავისუფლების ასეთი ზიზღი მხოლოდ ორჯოკინიძისეულია, საბჭოთა დამპალი წარსულიდანაა – პეტრე მამრაძის პირიდან რაც ამოდის.
არ უნდა გავყაროთ ეს ანტიქართული ძალა?

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შეიქმნა და „ქართული ოცნების“ რიგ წარმომადგენლებს გაუუქმდებათ ევროკავშირში უვიზოდ შესვლის უფლება, მისი გამოყენება ვვარაუდობ, რომ სწორედ საქართველოს შემთხვევაში მოხდება

მიხეილ სააკაშვილი – გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი – ძნელია არ დაინახო, რომ გარდა რუსული წარმომავლობისა, მას „ქოცებთან“ აერთიანებს უტიფრობა და პათოლოგიური მატყუარობა