“მიუხედავად ამისა ჩემს გენერალურ დირექტორსაც კი, არ ემსახურება მანქანა და არ ყავს მძღოლი, ასევე არ ყავს “სეკრეტარშა” და ყავასაც ზუსტად იმ აპარატიდან სვამს სადაც ჩვენ ყველა დანარჩენი”

სოციალური ქსელი. მანანა სულაკაძე:
ბელგიაში იმაზე ბევრად მეტი წლებია ვცხოვრობ, ვიდრე ჩემს სამშობლოში ვიცხოვრე.
საქართველოში რეალურად მხოლოდ ბავშვობა გავატარე.
დამოუკიდებელ პიროვნებად კი აქ, ბელგიაში შევდექი. შევდექი როგორც ჩემი ქვეყნის დესპანი, ქალი, მეუღლე, დედა, თანამშრომელი, მეგობარი, მეზობელი და ადამიანი.
და მინდა ჩემი თვალით დანახული ევროპა, კონკრეტულად ბელგია დაგანახოთ… დაგანახოთ რა არის ჩემთვის ევროპა… რადგან ჩემი აქ ცხოვრების 26 წელი მაძლევს ამის ულებას. რადგან თითქმის არ არსებობს ბელგიაში ინსტანცია, რომელთანაც შეხება არ მქონია…
შვილებით დავიწყებ… ჩემი 2 ვე შვილი აქ დაიბადა.
ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი… აქ გაიარეს და გადიან.
პირველ კლასში, პირველივე დღეს მკითხეს რომელი რელიგიის მიმდევრები ვიყავით ოჯახში, და თუ სურვილი გვექნებოდა, იმ რელიგიის მასწავლებელს გამოიძახებდნენ.
და მხოლოდ ჩემი შვილისთვის კვირაში 1 ჯერ, 2 საათით მოდიოდა უკრაინელი მართლმადიდებელი რელიგიის ისტორიის სპეციალისტი და ასწავლიდა საბას მართლმადიდებლური რელიგიის ისტორიას.
ჩემი უმცროსი შვილი სხვა სხვა სკოლაში შევიდა, მაგრამ მასთანაც ზუსტად ასე იყო. იმის განსხვავებით რომ სანდროს ქართველი რელიგიის ისტორიის მასწავლებელი ყავდა.
სკოლაში სექსს და გარყვნილებას არ ასწავლიან.. მეექვსე კლასში, ზაფხულის არდადეგების წინა დღეს, ბოლო გაკვეთილზე მოდის ექიმი, ვიმეორებ… ე ქ ი მ ი, და ბავშვებს უხსნის გარდამტეხი ასაკის თავისებურებებს და ჰიგიენის წესებს. უხსნის რატომ არ არის ადრეულ ასაკში სექსი სასურველი და რა გართულებები შეიძლება მოყვეს.
სექსზე საუბარი სკოლებში ამით იწურება.
მეტიც… 12 წლის ზემოთ გოგონებს ეკრძალებათ მუხლს ზემოთ 4 თითის დადებით მოკლე კაბები. მოკლე შორტები მოსულა. მიხვდებით ალბად რატომაც…
იმაზე აღარ შეგაწყენთ თავს, როგორ ეძებენ თითოეულ ბავშვში ნიჭს, მიუხედავათ მისი აღმსარებლობის, წარმომავლობის და გვარიშვილობისა და მისი სურვილის შემთხვევაში ეხმარებიან განვითარებაში. გძერწავენ დამოუკიდებელ ადამიანად… ადამიანად, რომელიც პატივს სცემს კანონს, საკუთარ თავს და ადამიანებს, მიუხედავათ მათი რელიგიის, წარმომავლობის და ორიენტაციისა.
მშობელთა კრება ყოველთვის ინდივიდუალურია და შენი შვილის წარმატებას, წარუმატებლობას თუ სიცელქეს მთელი კლასის წინაშე არ გახლის მასწავლებელი ცხვირში. და საერთოდაც არ გახლის… მშვიდად და ღიმილით გაცნობს ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში გიზიარებბს რჩევებს🙂
თითქმის ყველა ბავშვი 16 წლიდან ყველა დიდ არდადეგებზე მუშაობს. რა თქმა უნდა ჩემი უფროსი (უმცროსი ჯერ 15 წლის არის) შვილიც… ზუსტად ასე მუშაობს ექიმის, პროკურორის, ქალაქის მერის, მეეზოვის თუ საამშენებლო კომპანიის გენერალური დირექტორის შვილიც. არა იმიტომ რომ საარსებოდ ჭირდებათ…ეს კარგ ტონად ითვლება და ასე ყალიბდებიან კეთილსინდისიერ ადამიანებად, რომლებმაც შრომის ფასი იციან…
თუ სამსახურს ეძებ, არდადეგებზე ვერ იპოვი, რადგან ამ დროს სამსახურები ეთმობა მოსწავლეებს და სტუდენტებს.
ზოგადად ბელგიაში სიგარეტის მოწევა ცუდ ტონად ითვლება. სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება კარგ ტონად…
15 წელია საიტივას ფარმაცევტულ კომპანიაში ვმუშაობ…ერთადერთი ქართველი😊.
ჩემს კომპანიაში მუშაობენ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები, მაგრამ მათი ორიენტაცია იწყება და მთავრდება  მხოლოდ მათ საწოლში.
სამსახურში ერთმანეთს ვაფასებთ მხოლოდ ჩვენი კეთილსინდისიერი მუშაობით და ადამიანობით, და არა კანის ფერით, წარმომავლობით, ორიენტაციით და ასაკით.
ჩვენ ინოვაციური ფარმაცევტული კომპანია ვართ, რომელიც მსოფლიო ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებს და კვარტალში რამდენიმე ათეულ მილიონს გამოიმუშავებს. მიუხედავად ამისა ჩემს გენერალურ დირექტორსაც კი, არ ემსახურება მანქანა და არ ყავს მძღოლი, ასევე არ ყავს “სეკრეტარშა” და ყავასაც ზუსტად იმ აპარატიდან სვამს სადაც ჩვენ ყველა დანარჩენი.
სამსახურის დაწყებიდან 1 კვირის შემდეგ პირველად ზუსტად ამ ყავის აპარატთან შევხვდით ერთმანეთს და როდესაც ადგილი დამითმო, სახელით მომმართა და მომესალმა, ისე გამიცივდა ჩამოსხმული ყავა, დალევა ვერ მოვახერხე შოკის გამო. მაშინ მხოლოდ და მხოლოდ სტერილური კამერებში მომუშავე ჩვეულებრივი მუშა ვიყავი.
შემდეგ მალე მივეჩვიე, რომ ჩვეულებრივი ამბავია კაფეტერიაში, დერეფანში, კორპორაციულებზე ეიჩარის, გენერალური დირექტორის, პროდუქციის დირექტორის და ა. შ. მომსახურეობა, გზის დათმობა, მეგობრული თუ ქალური “წაჭორავება”… პაუზაზე ყველა ერთნაირად უზიარებთ ერთმანეთს სახლის სარემონტო მასალის კარგი ფასდაკლების ადგილებს თუ გარდამტეხ ასაკში მყოფი შვილების პრეტენზიებს.
სამსახურის დაწყების დროს თუ ევროპაში გამოცდილება არა გაქვს, შენს დიპლომს მხოლოდ ფორმალური მნიშვნელობა აქვს.
ამიტომ მეც და სხვაც მხოლოდ წლებთან, შესაძლებლობებთან და გამოცდილებებთან ერთად მივიწევთ წინ.
ყველა წლის და ყველა კვარტლის დასაწყისში გეგმებს და მიზნებს ვადგენთ… 15 წლის მანძილზე ადამიანების უსაფრთხოება და პატივისცემა პირველ ადგილზეა…
ყოველ დღე კრება იწყება კითხვით… ხომ არავინ დაშავდა, ხომ არავის დაჭირდა სამედიცინო მომსახურეობა? და ხომ არ შეგვინიშნავს რამე სადმე საფრთხის შემცველი?
კვარტალში ერთჯერ სათაო ოფისიდან მოდის კითხვარი, რომელსაც აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი ვავსებთ ანონიმურად, და ვაფასებთ ჩვენს კომპანიას და ჩვენზე ზემდგომ თანამდებობებზე მყოფ პირებს. ვაფასებთ რამდენად უსაფრთხო და რამდენად სასიამოვნოა ჩვენი სამუშაო პირობები ჩვენთვის. რამდენად სწორად და ღირსეულად ფასდება ჩვენი შესრულებული სამუშაო კომპანიის მიერ.
რეაგირება კი არის მომდევნო კვარტლამდე.
ყოველ დილით ჩემი განყოფილების უფროსი რომ ყველას კაბინეტში შემოდის და გვეკითხება ხომ კარგი დღე გვაქვს, რამე პრობლემა ხომ გვაქვს და სასიამოვნო დღეს გვისურვებს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ვაკანსიაზე წასული დამლაგებლის ნაცვლად, პარასკეევს თავად რომ გაცალა ყველა სანაგვე ურნა და მამაკაცების საპირფარეშოებში ქაღალდების მარაგი შეავსო, ამას ნამდვილად აღარ მოველოდი.
ვფიქრობ ამ ჯერზე საკმარისია… 🥰
ქუჩაზე, მეზობლებზე, მეგობრებზე და კანონებზე შემდეგში გავაგრძელებ…

ასევე დაგაინტერესებთ