დეველოპერულმა კომპანიამ „ტრიო ჯგუფი“ დიღომში, ეთერ ბოცვაძის ქუჩაზე მდებარე ახალ პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსზე – „ტრიო დიღომი“ – მუშაობა ოფიციალურად დაიწყო.
მშენებლობის დაწყებას წინ უსწრებდა სიმბოლური ცერემონია – კომპანიის მენეჯმენტმა პროექტის ტერიტორიაზე ტრადიციული კაფსულა ჩადო, რაც მომავლისადმი მიმართული ხედვის, სტაბილურობისა და ღირებულებების სიმბოლოდ იქცა.
პროექტმა არაერთხელ მიიქცია ყურადღება თავისი ლოკაციით, არქიტექტურითა და მრავალფუნქციურობით. „ლისი ტრიო“ დღეს უკვე 70%-ით რეალიზებულია და ტრიო ჯგუფის სანდოობის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა.
კომპანიამ მალევე დააანონსა ორი ახალი პროექტი – „ტრიო დიღომი“ და „ტრიო ინფინიტი“, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ზრდას, განვითარებისა და პოზიციონირების ხარისხს პრემიუმ სეგმენტში.
კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამედროვე არქიტექტურას, ეკომეგობრულ მასალებსა და მობინადრეებისთვის სრულყოფილი საცხოვრებელი სივრცის შექმნას.
