6 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდა დაფიქსირდა – ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს საქართველოში?

იანვარ-ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და 1,971.0 მლნ დოლარს გაუტოლდა.
აღნიშნულ პერიოდში საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი დან ჩამოსული ტურისტებისგან მიიღო. კერძოდ, 6 თვეში ისრაელიდან მიღებულმა შემოსავლებმა 241.9 მლნ. აშშ შეადგინა, რაც 37.9%-იანი ზრდაა.
ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიღებული შემოსავალი 30.7 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა, რაც 12.5%-იან მატებაა. ჯამში შემოსავალმა 277.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
აზერბაიჯანელი ტურისტებიდან მიღებულმა შემოსავალმა 6 თვეში 102.6 მლნ.აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 24.1 მლნ. აშშ. დოლარით და 30.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აღნიშნულ პერიოდში გაიზარდა შემოსავლები დანაც. კერძოდ, შემოსავალმა 38.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 6.2 მლნ. აშშ. დოლარით, შესაბამისად 18.9%-ით მატებას გულისხმობს.
სომხეთიდან მიღებული შემოსავალი 1.8 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა, რაც 2.8%-იან მატებას გულისხმობს. შემოსავალმა 66.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.