Nissan-მა საქართველოში განახლებული Nissan Patrol და ახალი Nissan Magnite წარადგინა

დედაქალაქის ერთ ერთ ყველაზე პრესტიჟულ დარბაზში — სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“, საზეიმო ატმოსფეროში გაიმართა ოფიციალური პრეზენტაცია საქართველოს ბაზარზე გამოსული Nissan-ის ორი ახალი მოდელის: ლეგენდარული Nissan Patrol-ის და გამორჩეული ურბანული კროსოვერის Nissan Magnite-ის.
ღონისძიება მოიცავდა ტრადიციებისა და თანამედროვეობის ერთობლიობას. სტუმრებმა იხილეს ქართული და იაპონური ნაციონალური ცეკვების შოუ პროგრამა, საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ცნობილი ქართველი მომღერალი. პრეზენტაციას უძღვებოდა ქარიზმატული წამყვანი, რომელმაც ნათლად გაუსვა ხაზი ახალი მოდელების ბაზარზე შემოსვლის მნიშვნელობას.
სტუმრებს შორის იყვნენ მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები, პარტნიორები, მომხმარებლები და ავტომობილების მოყვარულები. მათ პირველებმა შეძლეს ენახათ სიახლეები და დაესვათ კითხვები კომპანიის წარმომადგენლებისთვის.