დონალდ ტრამპმა მეინის შტატის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, მას ამ შტატში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალეს

დონალდ ტრამპმა მეინის შტატის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, მას ამ შტატში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალეს.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მოითხოვს, რომ მეინის შტატის სახელმწიფო მდივნის განჩინება გაუქმდეს. ტრამპის ადვოკატების მტკიცებით, გადაწყვეტილება მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებულია.
მანამდე, ტრამპს რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში მონაწილეობა ასევე აუკრძალეს კოლორადოს შტატში. ორივე შემთხვევაში, მიზეზად ტრამპის მიერ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის წაქეზება დასახელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი პატარიძე: პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა